მანიფესტი · 2026 · 29 გვერდი
მანიფესტი და პრაქტიკული მეთოდი პედაგოგებისთვის ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში. ავტორი — სოფიკო ბიგვავა.
მანიფესტიდან
ხელოვნურმა ინტელექტმა განათლება არ დაანგრია. მან მხოლოდ გამოაჩინა, სად იყო განათლება მანამდეც სუსტი.
AI-მ ნამუშევარსა და აზროვნებას შორის ძველი კავშირი გაწყვიტა. ფურცელი სავსეა, გონება კი — ხელუხლებელი.
ნამუშევარი თავად აზროვნების აქტი არ არის. AI-მდე შეგვეძლო თავი მოგვეტყუებინა, თითქოს განსხვავებას ვერ ვხედავდით. ახლა ეს აღარ შეგვიძლია.
ადამიანური ინტელექტი მხოლოდ პასუხის გაცემის უნარი არ არის. ის იმაშიც ჩანს, შეგიძლია თუ არა კითხვასთან დარჩე და პასუხი არ იჩქარო.
მიზანი ისეთი დავალებების შექმნა კი არ არის, რომლებსაც AI ვერ შეასრულებს. მიზანია, დავალება აზროვნების გარეშე ვერ შესრულდეს.
სრული ვერსია ცვლის დავალებას. მოკლე ვერსია — გაკვეთილის დინამიკას.